ჯიმ ო’ბრაიენი: რუსეთი ფრონტის ხაზის გაფართოებას თუ შეეცდება, უკრაინას უფრო შორ მანძილზე დარტყმის უფლება ექნება

რუსეთი ფრონტის ხაზის გაფართოებას თუ შეეცდება, უკრაინას უფრო შორ მანძილზე დარტყმის უფლება ექნება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა.

კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენისას რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, თომას კინმა ო’ბრაიენს კითხვა დაუსვა, თუ რამდენი რუსული საჰაერო ბაზაა იმ ტერიტორიებზე, რომლებზე დარტყმაშიც უკრაინას აშშ-ის ადმინისტრაცია ხელს უშლის.
„თავდაპირველად ეს იყო ტერიტორია, სადაც რუსეთი შეტევას ხარკოვის მახლობლად ახორციელებდა. ახლა კი, როგორც ჯეიკ სალივანმა გასულ კვირას განაცხადა, თუ მოსკოვი ფრონტის გაფართოებას შეეცდება, უკრაინას უფრო დიდ მანძილზე დარტყმის უფლება მიეცემა“, – განაცხადა შეკითხვის საპასუხოდ ჯეიმს ო’ბრაიენმა.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რომ კიევის მიერ საზღვართან რუსული შესაძლებლობების განადგურებით მოსკოვი თავდასხმის უნარს კარგავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები