ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის “სამშვიდობო გეგმას” მხარი არ დაუჭირა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინასა და რუსეთს შორის მის მიერ შეთავაზებული „ზავი“ უარყო, – ამის შესახებ ინფორმაციას EuroPravda ავრცელებს.

მოგეხსენებათ, გუშინ ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ პრესისთვის გაკეთებულ განცხადებებში ორბანმა თქვა, რომ მან ზელენსკის შესთავაზა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ჯარებთან, რაც, მისი აზრით, დააჩქარებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

ამასთან, ორბანმა დასძინა, რომ ეს არ იყო დაჟინებული მოთხოვნა და მიიღო უკრაინის არგუმენტებიც არსებულ საკითხთან დაკავშირებით.

მოგვიანებით, რუსეთის სამთავრობო მედიის ჟურნალისტთან , რომელიც კიევში უნგრეთის დელეგაციასთან ერთად ჩავიდა და ორბანს შეხვედრების შემდეგ გაესაუბრა, უნგრეთის ლიდერმა დაადასტურა ვარაუდი, რომ ზელენსკიმ უარყო მისი იდეა „დაუყოვნებელი ზავის“ შესახებ.

ორბანის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება ორბანის გეგმის ლოგიკაში და მხარს არ უჭერს მას, რადგან უკრაინას რუსეთთან ზავის მცდელობის ცუდი გამოცდილება აქვს.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთი ზავი „უკრაინისთვის არ იყო კარგი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები