უკრაინაში რუსეთის იერიშის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა

უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის მერი ბორის ფილატოვი ავრცელებს.

მისივე ცნობით, იერიშის შედეგად რამდენიმე ადგილას გაჩნდა ხანძარი, დაინგრა შენობები.

„სამწუხაროდ, არიან დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები“, – განაცხადა ფილატოვმა.
ინფორმაციისთვის, ადგილზე სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები