ფინეთის პრეზიდენტი: ჩინეთს უკრაინაში ომის დასრულება ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

ჩინეთს უკრაინაში ომის დასრულება ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის დამოკიდებულება ჩინეთზე ისეთ დონემდეა მისული, რომ პეკინს, სურვილის შემთხვევაში, უკრაინაში ომის დასრულება შეუძლია.

„რუსეთი ახლა ძალიან არის დამოკიდებული ჩინეთზე. პრეზიდენტ სი ძინპინის ერთი სატელეფონო ზარი მოაგვარებს ამ კრიზისს. მათ სხვა არჩევანი არ ექნებოდათ“, – განაცხადა ალექსანდერ შტუბმა.

მისი აზრით, უკრაინაში მოსკოვის „აგრესიული და კოლონიური ომის“ დასრულება ჩინეთისთვის სწორი ნაბიჯი იქნება.

„ჩინეთმა უნდა დაიცვას საერთაშორისო წესები, რომლებიც დაკავშირებულია ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან. ეს იქნება სწორი და ამავდროულად, ჩინეთი ლიდერობის დემონსტრირებას მოახდენს“, – აღნიშნა მან.

ამასთან, ფინეთის პრეზიდენტი არ დაეთანხმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის წინადადებას, რომელიც მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში ვიზიტისას წარუდგინა.

„ახლა არ შეიძლება იდგეს დაჟინებული ცეცხლის შეწყვეტის საკითხი.
რაც რუსეთს ესმის, არის ძალა და შესაბამისად, რაც უფრო მეტად შევძლებთ დავეხმაროთ უკრაინას, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი“, – აღნიშნა შტუბმა.

ინფორმაციისთვის, გუშინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები