ვლადიმერ პუტინი ყაზახეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩაფრინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, პუტინი ყაზახეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრება.

„რუსეთის პრეზიდენტი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩავიდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად“, – აცხადებენ კრემლში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ლიდერი სამიტის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვან ორმხრივ შეხვედრას გამართავს, მათ შორის ჩინეთისა და თურქეთის ლიდერებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები