აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ვაშინგტონში უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრამდე განაცხადა.

ახალი პაკეტი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და საბრძოლო მასალებს „პატრიოტისა“ და საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემებისთვის.

„მე ვამაყობ, რომ აშშ მალე გადასცემს უკრაინას 2,3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს. ეს პაკეტი უზრუნველყოფს უფრო მეტ საჰაერო თავდაცვას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და სხვა კრიტიკულ საბრძოლო მასალებს აშშ-ის მარაგებიდან“, – აღნიშნა ოსტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები