დონალდ ტუსკი: ვერ წარმომიდგენია, რომ გერმანია ევროპის საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ლიდერი არ იქნება

ვერ წარმომიდგენია, რომ გერმანია ევროპის საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ლიდერი არ იქნება, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთმა და გერმანიამ ევროპის უსაფრთხოება ერთობლივად და ეფექტურად უნდა უზრუნველყონ.

„ვერ წარმომიდგენია, რომ გერმანია ევროპის, მათ შორის პოლონეთის, საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ლიდერი არ იქნება.

პოლონეთმა, როგორც მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთმა უდიდესმა მსხვერპლმა და გერმანიამ, როგორც ამ ნგრევის, მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიის ჩამდენმა, დღეს, როგორც თავისუფალმა, დემოკრატიულმა, ევროპულმა ქვეყნებმა, ევროპის უსაფრთხოება ერთობლივად და ეფექტურად უნდა უზრუნველყონ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, პოლონეთის უსაფრთხოება გერმანიის უსაფრთხოებას ნიშნავს.

„უფრო ზუსტად ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვსურს ბალტიის რეგიონში წამყვანი როლი ვიკისროთ, ნატოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგის დაცვის ფარგლებში“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები