კენიაში პოლიციამ ანტისამთავრობო აქცია ცრემლსადენი გაზის გამოიყენებით დაშალა

კენიაში, დედაქალაქ ნაირობიში და სანაპირო ქალაქ მომბასაში, ანტისამთავრობო აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ნაირობისა და მომბასას ცენტრალურ ქუჩებზე ბიზნესები დახურულია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დემონსტრანტები გამოვიდნენ სხვა ქალაქებშიც, მათ შორის კისუმუში.

უფლებადამცველ ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში გამართული საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ძალებმა 39 ადამიანი მოკლეს.

საპროტესტო აქციები რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ გადასახადების გაზრდის შესახებ კანონპროექტი წარადგინა.

საპროტესტო აქციების შემდეგ პრეზიდენტმა კანონი გაიწვია.
ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი რუტო ხელისუფლებაში მოვიდა ორი წლის წინ, კენიელები დაზარალდნენ ცხოვრების ხარჯების კრიზისით, ხელფასებზე მეტი გადასახადებით და მაღალი საწვავის ფასებით.

ცნობისთვის, დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტის, უილიამ რუტოს გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები