საქალაქო სასამართლოში უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის საქმის განხილვა გრძელდება

საქალაქო სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საქმის განხილვა გრძელდება.

დღეს წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

გარდა ამისა, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

გამოძიება უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები