ინდოეთში რელიგიურ ღონისძიებაზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ ინდოეთში რელიგიურ შეკრებაზე ჭყლეტის შედეგად, მინიმუმ 27 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, ინციდენტი უტარ-პრადეშის შტატში, ჰატრას რაიონში, ინდუსურ რელიგიურ ღონისძიებაზე – სატსანგზე მოხდა.

მისივე თქმით, მსხვერპლთა შორის 23 ქალი და სამი ბავშვია, ცხედრები კი ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ არის.

პოლიციამ BBC-ს განუცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ არიან დაშავებულებიც, რომლებიც სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დრომდე უცნობია რა გახდა ჭყლეტის მიზეზი, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები