ვიქტორ ორბანი: გვინდა, ხელი მოვაწეროთ უკრაინასთან თანამშრომლობის გლობალურ შეთანხმებას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ისაუბრეს, რომ იმუშაონ შეთანხმებაზე, რომელიც გადაჭრის ორმხრივ პრობლემებს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ლიდერებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჟურნალისტებთან საუბარში ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად.

„ჩვენი დიალოგის შინაარსი, ყველა დღევანდელ საკითხზე, შეიძლება გახდეს საფუძველი ჩვენს სახელმწიფოებს შორის მომავალი ორმხრივი დოკუმენტის გაფორმებისთვის, რომელიც დაარეგულირებს ჩვენს ყველა ურთიერთობას და დაფუძნებული იქნება ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სარკისებურ მიდგომაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებებმა ორი ქვეყანა დააახლოვა ახალი შეთანხმების შესაძლო ხელმოწერასთან.

„ჩვენ გვინდა ურთიერთობების დამყარება ჩვენს ქვეყნებს შორის, გვინდა ხელი მოვაწეროთ უკრაინასთან გლობალური თანამშრომლობის შეთანხმებას, ისევე, როგორც უნგრეთის სხვა მეზობელ ქვეყნებთან გვაქვს შეთანხმებები“, – განაცხადა ორბანმა.

გარდა ამისა, ვიქტორ ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინის ეკონომიკის მოდერნიზაციას და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, აპირებს დაეხმაროს უკრაინას.

“უკრაინას ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს და უნგრეთის პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ დაგეხმარებით ყველაფერში, რაშიც შევძლებთ”, – დასძინა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის წინა დღეს ორბანმა განაცხადა, რომ ეს იქნებოდა “პირველი ნაბიჯები” უკრაინაში მშვიდობის ხელშეწყობისთვის და თავად სამშაბათს ვიზიტი ახსნა იმით, რომ უნგრეთის პრეზიდენტობა ევროკავშირის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრას ცდილობს.

უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ ორბანის კიევში მოლაპარაკებების ყველაზე მნიშვნელოვანი თემა მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები