ფრანგი კანდიდატები, ულტრამემარჯვენეების დაბლოკვის მიზნით, არჩევნებს ეთიშებიან

საფრანგეთში „ეროვნული გაერთიანების“ ოპონენტები ულტრამემარჯვენე პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის თავიდან აცილების მიზნით არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის შეფასებით, 180-ზე მეტმა კანდიდატმა დაადასტურა, რომ ისინი არ აპირებენ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას.

დანარჩენებს გადაწყვეტილების მისაღებად დრო დღეს, ადგილობრივი დროით 18:00 საათამდე აქვთ.

„მატჩი ჯერ არ დასრულებულა. უნდა მოვახდინოთ მთელი ძალების მობილიზება”, – განაცხადა პარიზის სოციალისტმა მერმა, ანა იდალგომ მედიასთან საუბარში.

Reuters-ის ინფორმაციით, უცნობია, შეძლებს თუ არა „ეროვნული გაერთიანება“ 577-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობისთვის საჭირო 289 მანდატის მოპოვებას.

ინფორმაციისთვის, საფრანგეთში კვირას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა, რომელშიც, ხმების 33 პროცენტით ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ“ გაიმარჯვა.

არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები