მარგველაშვილის ქალიშვილის ჩაცმულობა სოციალურ ქსელში განხილვის თემა გახდა
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გუშინ ოჯახთან ერთად მუსიკალურ სპექტაკლს „უცნობი ტაია“ დაესწრო. პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის ჩაცმულობა, რომლითაც ის რუსთაველის თეტრში იყო მისული, სოციალურ ქსელში საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. ზოგიერთისთვის ანა მარგველაშვილის სამოსი სპეკტაკლზე დასწრებისთვის შეუფერებელი, ზოგისთვის კი პირიქით, ახალაგზარდა გოგონასათვის მისაღები აღმოჩნდა.
როგორც ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, როდესაც პრეზიდენტის შვილი ხარ, როგორც მინიმუმ კედებით და ტყავის ელასტიკებით არ უნდა მიხვიდე.
კიდევ ერთი მოქალაქე კი წერს – „თეატრში ასეთი სამოსით სიარული არ არის მიზანშეწონილი ჩემი აზრით, ყველაფერს თავისი ეტიკეტი აქვს და უნდა დაიცვათ ეს ეტიკეტი და არ აქვს მნიშვნელობა პრეზიდენტის შვილი ხართ თუ რიგითი მოქალაქის“.
საზოგადოების ნაწილი აღნიშნულ კრიტიკას არ ეთანხმება და აღნიშნავენ, რომ მას ისე აცვია, როგორც სურს და ამაში პრობლემას ვერ ხედავენ.