ლაო ჯინ ჯაოს შთამომავლების ვიზიტი ბათუმში

ჩინელმა ინფლუენსერებმა და ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს. მათ შორის იყო აჭარაში ჩაის კულტურის შემომტანის ლაო ჯინ ჯაოს შთამომავალი.

გარდა რეგიონის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულებისა, მედიატურის მონაწილეები ჩაქვში ლაო ჯინჯაოს ყოფილ აგარაკს, ნობელებისა და ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმებს სტუმრობდნენ, სადაც ჯინჯაოს ნივთებია წარმოდგენილი. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კი სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ლაო ჯინ ჯაოს ლანჩის იმიტაციას დასწრებოდნენ, სადაც ქართული ჩაისა და კერძების პრეზენტაცია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ უკვე დაგეგმილია ჩაქვში მდებარე ლაო ჯინ ჯაოს სახლის რეაბილიტაცია, რითაც რეგიონს კიდევ ერთი ტურისტული ადგილი შეემატება.

ჩინელი ინფლუენსერების მედიატური რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა. მიმდინარე წელს, უწყებამ 25-მდე მედიატურის ფარგლებში უკვე უმასპინძლა 100-მდე ჟურნალისტსა და ინფლუენსერს. შედეგად, აჭარის მრავალფეროვან საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს 15-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები