ვარლამ ლიპარტელიანი: საქართველოს მიზანი უცვლელია – ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია და უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნა ყველა მოქალაქისთვის
“საქართველოს მიზანი უცვლელია – ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია და უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნა ყველა მოქალაქისთვის”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა ვარლამ ლიპარტელიანმა ქალაქ შუშაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თანამედროვე ურბანული დაგეგმარება საქართველოსთვის არა მხოლოდ სივრცითი განვითარების, არამედ მშვიდობის მშენებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
,,საქართველოს მიზანი უცვლელია – ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დე-ოკუპაცია და უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნა ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც კონფლიქტების შედეგად საკუთარი სახლები და მშობლიური კუთხეები დაკარგეს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ურბანული დაგეგმარება საქართველოსთვის არა მხოლოდ სივრცითი განვითარების, არამედ მშვიდობის მშენებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად გვევლინება.”- განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი და ბორდის წევრები აზერბაიჯანის მმართველი პარტიის – ახალი აზერბაიჯანი – ახალგაზრდული ორგანიზაციის მიწვევით, მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით – რეგიონული წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში – მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში.