ოლაფ შოლცი პოლონეთში ჩავიდა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სამთავრობათაშორისო კონსულტაციებზე პოლონეთში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ავრცელებს.

„დღეს ევროპას სჭირდება ძლიერი ლიდერობა და საერთო პოზიცია უსაფრთხოების საკითხებზე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვარშავაში“, – წერს ტუსკი X-ზე.

შოლცი პოლონეთში 12 ფედერალურ და სახელმწიფო მინისტრთან ერთად ჩავიდა, მას ვარშავაში სამხედრო პატივით პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი დახვდა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის შემდეგ ოლაფ შოლცი პოლონეთში პირველად დაესწრება სამთავრობათაშორისო კონსულტაციებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები