ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის N85 , N91 და N93 -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადები, შეიცვალა სახურავი, აივანი და კარ-ფანჯარა, მოეწყო დეკორატიული ელემენტები.

საკურორტო ქალაქის იერსახის გალამაზება, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მომავალშიც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები