ვოლოდიმირ ზელენსკი: მარკ რუტესთან უკრაინისა და ალიანსის თანამშრომლობის საკითხი განვიხილე

მარკ რუტესთან უკრაინისა და ალიანსის თანამშრომლობის საკითხი განვიხილე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა.

უკრაინის ლიდერის თქმით, მან სატელეფონო საუბარი გამართა ნატოს მომავალ გენერალურ მდივანთან.

„სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემს მეგობართან, მარკ რუტესთან. მე გულწრფელი მადლობა გადავუხადე მას ყველაფრისთვის, რაც მან, მისმა მთავრობამ და ნიდერლანდების ხალხმა გააკეთა უკრაინისთვის – დროული და ფართო თავდაცვის, ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის.

ჩვენ გავაგრძელებთ კონტაქტს, როდესაც ის ნატოს გენერალური მდივნის ახალ როლს შეასრულებს.

მივულოცე მარკს დანიშვნა და განვიხილეთ უკრაინის სამომავლო თანამშრომლობა ალიანსთან“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, მარკ რუტე ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე მუშაობას ოქტომბერში დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები