ისრაელმა პალესტინელები გააფრთხილა, ხან-იუნისის ტერიტორია დატოვონ

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისში მცხოვრები პალესტინელები გააფრთხილა, ტერიტორია დატოვონ, ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ადამიანებმა აუდიო შეტყობინებები მიიღეს, სადაც მოუწოდებდნენ, წასულიყვნენ.

თვითმხილველების თქმით, ბევრი ადამიანი ტოვებს აღნიშნულ ტერიტორიას.

„თავდაცვის ძალების გაფრთხილების შემდეგ, ათასობით ადამიანმა ტერიტორიის დატოვება უკვე დაიწყო“, – იუწყება მედია.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის არმიამ ევაკუაციის შესახებ ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც მისი ტერიტორიისკენ 20-მდე რაკეტა გაუშვა, რომელთაგანაც რამდენიმე ჩამოაგდეს, დანარჩენი კი – ღია ტერიტორიაზე დაეშვა.

გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები