ენტონი ბლინკენი: ღაზაში ომი არ შეიძლება დასრულდეს ისრაელის ოკუპაციით, „ჰამასის“ მმართველობით ან ხელმძღვანელობაში ვაკუუმით

U.S. Secretary of State Antony Blinken delivers a speech during a visit at the Romanian Athenaeum in Bucharest, Romania, on November 29, 2022. - Blinken attends the meeting of NATO Ministers of Foreign Affairs in the Romanian capital. (Photo by Vadim Ghirda / POOL / AFP) (Photo by VADIM GHIRDA/POOL/AFP via Getty Images)

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ღაზაში ომი არ შეიძლება დასრულდეს ისრაელის ოკუპაციით, „ჰამასის“ მმართველობით ან ხელმძღვანელობაში ვაკუუმით.

„როდესაც ეს კონფლიქტი დასრულდება, ის არ შეიძლება და არ უნდა დასრულდეს ღაზაში ვაკუუმით . ის უნდა დასრულდეს ისე, რომ არსებობდეს მკაფიო, თანმიმდევრული, მიღწევადი გეგმები ღაზის მართვის, უსაფრთხოებისა და აღდგენისთვის.

ჩვენ ვიცით, რომ არსებობს სამი რამ, რაც მიუღებელია ღაზის მომავლისთვის: ისრაელის ოკუპაცია, „ჰამასის“ მმართველობა ან ქაოსი, ანარქია, უკანონობა, რასაც დღეს ღაზის დიდ ნაწილში ვხედავთ.

ჩვენ ვუთხარით ისრაელელებს, რომ ველოდით მათგან იმას, რომ შეიმუშავებდნენ საკუთარ გეგმებს, საკუთარ იდეებს. ჩვენ ეს საკმარისად არ გვინახავს ისრაელისგან“, – აღნიშნა ბლინკენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები