კოპიტნარსა და ზესტაფონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, კოპიტნარსა და ზესტაფონში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ პირებს მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.

ბენეფიციარებს 10-მდე სხვადასხვა პროფილის, თბილისის წამყვანი კლინიკების, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ, ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.

ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მუნიციპალიტეტების მერიის და აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მომსახურება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილმა 200-ზე მეტმა პირმა მიიღო.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები