ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 8 მინი სპორტული სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 8 მინი სპორტული სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები შემდეგ ლოკაციებზე განხორციელდება;

• აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ;
• თორის ქუჩის N120-ის მიმდებარედ;
• რუსთაველის ქუჩის N107-ის მიმდებარედ;
• ნიკოლაძის ქუჩის N19-ის მიმდებარედ;
• ხორავას ქუჩის მიმდებარედ;
• პეტრე იბერის ქუჩის მიმდებარედ;
• მესხეთის ქუჩა N31-ის მიმდებარედ;
• სოფელი ტიმოთესუბანი;

8 მინი სტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად 104 613 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,დანი ქონსტრაქშენი” აწარმოებს.

ბორჯომში, ასევე, მიმდინარეობს ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალური საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში
ყოფილი ტურბაზის ტერიტორიაზე ფეხბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტი მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები