რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ლიბანის გვერდით დგას

თურქეთი ლიბანის გვერდით დგას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„თურქეთი დგას ლიბანის მოძმე ხალხისა და სახელმწიფოს გვერდით. მოვუწოდებ რეგიონის სხვა ქვეყნებს, სოლიდარობა გამოუცხადონ ლიბანს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, პათეტიკურია ის, რომ სახელმწიფოები, რომლებიც თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებსა და სამართლიანობაზე საუბრობენ, ნეთანიაჰუს ტყვეობაში იმყოფებიან.

„როგორც ჩანს, ღაზის განადგურებისა და გადაწვის შემდეგ ისრაელმა ახლა თვალი ლიბანს დაადგა. ვხედავთ, რომ დასავლური სახელმწიფოები ისრაელს კულისებს მიღმა მხარს უჭერენ. ომის რეგიონში გავრცელების შესახებ ნეთანიაჰუს გეგმები დიდ კატასტროფას გამოიწვევს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები