„დრო იწურება“ – ისრაელის თავდაცვის მინისტრი აშშ-ს მოუწოდებს, რომ ხელი შეუშალოს ირანს ბირთვული იარაღის მოპოვებაში

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა, რომელიც ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება, პენტაგონის ხელმძღვანელთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ისრაელის ხალხი არასოდეს დაივიწყებს ამერიკის მხარდაჭერას.

ამასთან, იოავ გალანტმა შეერთებულ შტატებს მოუწოდა, შეასრულოს თავისი დიდი ხნის ვალდებულება და ხელი შეუშალოს ირანს ბირთვული იარაღის მოპოვებაში.

„დღეს ჩვენ გზაჯვარედინზე ვართ. მე აქ ვარ, რათა განვიხილო ჩვენი საერთო მიზნები: ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ჩვენს ქვეყნებს შორის ძალაუფლების კავშირების პროექტირება“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები