Reuters: დონალდ ტრამპი გეგმას განიხილავს, რომლის მიხედვითაც, უკრაინა სამხედრო დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ იგი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთვება

დონალდ ტრამპი გეგმას განიხილავს, რომლის მიხედვითაც, უკრაინა სამხედრო დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ იგი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთვება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, დონალდ ტრამპს ორმა მთავარმა მრჩეველმა უკრაინაში, რუსეთის ომის დასრულების შესახებ გეგმა წარუდგინა.

ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, გეგმა უკრაინისთვის უფრო მეტი ამერიკული იარაღის გადაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ იგი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთვება.

ამასთან, ტრამპის მრჩეველმა კიტ კელოგმა განაცხადა, აშშ მოსკოვს აფრთხილებს იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებებზე უარის შემთხვევაში, აშშ უკრაინის მხარდაჭერას გაზრდის.

კელოგისა და ფრედ ფლეიცის მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტა სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს არსებულ ფრონტის ხაზების საფუძველზე მოხდება.

ფრედ ფლეიცის ცნობით, რომელიც 2017-2021 წლებში დონალდ ტრამპის ეროვნული უშიშროების საბჭოში შტაბის უფროსი იყო, გეგმას დონალდ ტრამპი დადებითად გამოეხმაურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები