რუსეთში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობაში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, ქალაქ ფრიაზინოში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, „პლატანის“ შენობას ცეცხლი გაუჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შენობაში ხანძრის დროს ცხრა ადამიანი იმყოფებოდა.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ორი ადამიანი დაიღუპა, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა.

ამასთან, დანარჩენი ექვსი ადამიანის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია.

ადგილზე 130 მაშველი და 50 ტექნიკა მუშაობდა, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები