ზესტაფონში ჯემალ მდივანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საქართველოს სახალხო არტისტის, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის მსახიობის – ჯემალ მდივანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ჯემალ მდივანის ხსოვნის საღამოს, მისი სასცენო პარტნიორები, ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. იხსენებდნენ მას როგორც გამორჩეულ სახეს ქართულ საოპერო ხელოვნებაში, რომელმაც 30 წელზე მეტი გაატარა სცენაზე, საოპერო თეატრში. გაიმართა ფილმის ჩვენება, რომელიც ჯემალ მდივანზე ცნობილმა ჟურნალისტმა და და ხელოვნების მუშაკმა, გრიგოლ ჩიგოგიძემ გადაიღო.

ღონისძიებას ზესტაფონის ვიცე მერი გიორგი ჯუღელი ესწრებოდა, რომელმაც ჯემალ მდივანის ოჯახის წევრებს მერიის სახელით სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

ჯემალ მდივანი 1972 – 2004 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი გახლდათ. მისი რეპერტუარი გამოირჩეოდა ქართული და ევროპული საოპერო, აგრეთვე ვოკალურ – ინსტრუმენტული ნაწარმოებებით. დიდ სცენამდე კი ფეროშენადნობთა ქარხანასთან არსებულ სიმღერის გუნდში ირიცხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები