მედია: სამხრეთ კორეის საგარეო უწყება რუსეთის ელჩს დაიბარებს

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პროტესტის გამოხატვის მიზნით, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით რუსეთის ელჩის დაბარებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ელჩს დღეს დაიბარებს, რათა მან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების შესახებ, რომელიც რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ გააფორმეს, სეულის პოზიცია მოისმინოს.

ინფორმაციისთვის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა, ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც, სხვა პირობებთან ერთად, ერთ-ერთი მონაწილის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები