რუმინეთი უკრაინას Patriot-ის სისტემას გადასცემს
რუმინეთი უკრაინას მის მფლობელობაში არსებული Patriot-ის ოთხი სისტემიდან ერთს გადასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გადაწყვეტილება ქვეყნის თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ მიიღო.
როგორც საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება უკრაინაში ვითარების მნიშვნელოვნად გაუარესების გათვალისწინებით მიიღეს.
რუმინეთის განმარტებით, კიევს Patriot-ის იმ პირობით გადასცემენ, თუ რუმინეთი სტრატეგიულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების შედეგად ანალოგიურ ან სხვა მსგავს თავდაცვით სისტემას მიიღებს.