ევროკავშირმა უკრაინის სატვირთო გადაზიდვებზე უვიზო მიმოსვლა ერთი წლით გაახანგრძლივა
ევროკავშირმა უკრაინის სატვირთო გადაზიდვებზე უვიზო მიმოსვლა ერთი წლით გაახანგრძლივა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მხარეებმა განახლებულ ხელშეკრულებას ბრიუსელში დღეს მოაწერეს ხელი.
შეთანხმება 2025 წლის 20 ივნისამდე იქნება ძალაში.
აღსანიშნავია, რომ განახლებული დოკუმენტი მოიცავს რიგ ვალდებულებებს, როგორც უკრაინელი, ისე ევროპელი გადამზიდავებისთვის: მძღოლებს უნდა ჰქონდეთ გადაზიდვის ლიცენზია, სატვირთო ავტომობილებს კი, დატანილი უნდა ჰქონდეთ სპეციალური მარკირება.