სირიაში, აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად, ISIS-ის მაღალჩინოსნის ლიკვიდაცია განხორციელდა

სირიაში, აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად, ISIS-ის მაღალჩინოსნის ლიკვიდაცია განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სირიაში ავიაიერიში განახორციელა, რის შედეგადაც „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი თანამდებობის პირი, უსამა ჯამალ მუჰამედ იბრაჰიმ ალ-ჯანაბი დაიღუპა“, – აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში.

მათივე ინფორმაციით, არ არსებობს არანაირი დამადასტურებელი საბუთი, რომ თავდასხმის შედეგად სამოქალაქო პირები დაშავდნენ.

ინფორმაციისთვის, 2024 წლის იანვრიდან მარტამდე, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ და მისმა პარტნიორებმა სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ შვიდი წევრის ლიკვიდაცია განახორციელეს და 27 დააკავეს, ამავე პერიოდში, ერაყში ISIS-ის 36 წევრი დააკავეს და 11 წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები