„ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარე: საფრანგეთის სამართავად აბსოლუტური უმრავლესობა მჭირდება

საფრანგეთის სამართავად აბსოლუტური უმრავლესობა მჭირდება, – ამის შესახებ მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარემ, ჯორდან ბარდელამ Le Parisien-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მე არც უძლური ვიქნები და არც რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწე. ქვეყნის სამართავად აბსოლუტური უმრავლესობა მჭირდება.
ვინ დაიჯერებს, რომ ჩვენ ფრანგების ყოველდღიური ცხოვრების შეცვლა პლურალიზმთან კოჰაბიტაციით შეგვიძლია? არავინ. მივმართავ ფრანგ ხალხს: იმისთვის, რომ გამოგვცადოთ, ჩვენ აბსოლუტური უმრავლესობა გვჭირდება“, – აღნიშნა „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები