“ლელოს“ ვუსურვებ,  ბარიერი ისე გადალახონ, რომ არ „განაცდნენ” – ანა ბუჩუკური

“ლელოს“ წარმატებები! ვუსურვებ, ბარიერი ისე გადალახონ, რომ არ „განაცდნენ“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

“ჩვენი გუნდის პოზიციაც იცით, რომ „ლელოს“ მუდმივად წარმატებას ვუსურვებთ. ასევე, ვუსურვებთ, რომ გადალახოს ბარიერი ისე, რომ არ „განაცდეს“. ჩვენი გუნდის სტრატეგიაა, რომ „ნაცებმა“ და „ქოცებმა“ ამ არჩევნებზე, ჯამურად, 50%-ზე მეტი არ აიღონ და ამისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის გაძლიერების გარდა მნიშვნელოვანია, რომ სხვა ისეთი პარტიებიც გაძლიერდნენ, რომლებიც „ნაცმოძრაობასთან“ ან „ქართულ ოცნებასთან“ არ იქნებიან აფილირებული. ამიტომ, „ლელოს“ წარმატებები, ვუსურვებ, რომ ბარიერი ისე გადალახონ, რომ არ „განაცდნენ“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები