18 ივნისი მხატვარ დიმიტრი ერისთავის დაბადების დღეა

დღეს დიმიტრი ერისთავის დაბადების დღეა, მხატვარს 93 წელი შეუსრულდებოდა.
ქართული სახვით ხელოვნების მუზეუმის ინფორმაციით, ილუსტრატორი და კინომხატვარი დიმიტრი ერისთავი, შემოქმედებითი ძიებების საშუალებით გამორჩეულ რეალისტურ სამყაროს ქმნის. მხატვართან ყოველდღიური სცენებიც კი პოეტურად და ორიგინალურადაა ნაჩვენები. მის მიერ შექმნილი პორტრეტები თუ ქალაქური სცენები კარგად ირეკლავს მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ქართულ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს და საკუთარი განსხვავებული ხელწერით ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ იდეურ თუ სტილურ დოგმებს.
ავტორი თავის გრაფიკებსა და კინომხატვრობის ნიმუშებში თბილისურ სცენებსა და სახეებს მთელი თავისი თვითმყოფადობით ხატავს.
დიმიტრი ერისთავის პოეტურ-რეალისტური მხატვრული ენა ნიუანსებისა და ყოფიერების საკითხების ჩაღრმავებით იქმნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები