“უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტას საბედისწერო შედეგები მოჰყვება – რუსული ჯარები პოლონეთის საზღვარზე აღმოჩნდებიან, შემდეგ კი ომი სწრაფად გავრცელდება ევროკავშირისა და ნატო-ს ტერიტორიაზე” – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ თუკი უკრაინას დახმარების მიწოდებას შეუწყვეტენ, ამას გერმანიისა და ნატოსთვის სახიფათო შედეგები მოჰყვება.

„თუ ჩვენ არ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, გაჩნდება რისკი, რომ პუტინის ჯარები პოლონეთის საზღვარზე აღმოჩნდებიან, შემდეგ კი ომი სწრაფად გავრცელდება ევროკავშირისა და ნატოს ტერიტორიაზე“, – აღნიშნა ბერბოკმა.

მისივე თქმით, უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა დასავლეთს ომის თავიდან აცილების საშუალებას აძლევს.

„ძნელია იმის გამოთვლა, თუ რამდენის გადახდა მოგვიწევს, თუ თავად მოგვიწევს ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა, საბოლოო ჯამში, საქმე ერთ რამემდე მიდის: უკრაინის მხარდაჭერა საშუალებას გვაძლევს, ომი თავიდან ავირიდოთ“, – აღნიშნა ბერბოკმა.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამარცხებას საბედისწერო შედეგები მოჰყვება.

„დამარცხებას საბედისწერო შედეგები მოჰყვება – თავისუფალი უკრაინისთვის და თავისუფალი ევროპისთვის, ამიტომ უკრაინას დახმარება უნდა გაფართოვდეს“, – აღნიშნა მინისტრმა და კიდევ ერთხელ მოუწოდა პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება გააგრძელონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები