იენს სტოლტენბერგი: უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, არამედ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან

უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, არამედ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ეს არ არის უკრაინული წინადადება, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ის არ არის კეთილსინდისიერი და, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციას სურს, მიაღწიოს თავის სამხედრო მიზნებს. ასევე ითვლის ბევრად უფრო დიდ ტერიტორიას, ვიდრე ჯერჯერობით თავად შეძლო ოკუპირება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ამასთან, როგორც იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ რუსეთი უკრაინის გაკონტროლებას ცდილობს და ეს იყო რუსეთის მიზანი ომის დაწყებიდან, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.
„სწორედ ამიტომაც, ნატო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ინფორმაციისთვის, დღეს, 14 ივნისს, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად, უკრაინული ჯარები უნდა გაიყვანონ უკრაინის ოთხი რეგიონის მთელი ტერიტორიიდან და კიევმა უნდა განაცხადოს, რომ ნატოში გაწევრიანება არ იგეგმება.

პუტინი ასევე ითხოვს უკრაინაში რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებების „სრულად უზრუნველყოფას“ და რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციების გაუქმებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები