რომის პაპი, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შეხვდება
რომის პაპი ფრანცისკე „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.
მათივე ცნობით, რომის პაპი, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების გარდა, ემანუელ მაკრონს, ნარენდრა მოდის, ლუის ინასიო ლულა და სილვას, ჯასტინ ტრუდოსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
ამასთან, 14 მაისს რომის პაპი ახალი ტექნოლოგიების შესახებ გასამართ მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას.
ინფორმაციისთვის, ფრანცისკე პირველი პაპია, რომელიც „დიდი შვიდეულის“ სამიტის დისკუსიებს დაესწრება.