ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასთან ივნისის ბოლოს დაიწყება

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს დაიწყება, – ამის შესახებ მან ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინამ შეასრულა რეფორმებთან დაკავშირებული ყველა საჭირო მოთხოვნა, რაც მას ბლოკში გაწევრიანების საშუალებას აძლევს.

“უკრაინამ შეასრულა ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები ამ თვის ბოლომდე უნდა დაიწყოს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები