საფრანგეთმა, უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა, მომავალ კვირას მიიღოს

უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა მომავალ კვირას მივიღოთ, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სამ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მზადებამ პროგრესი განიცადა და შეგვიძლია მომავალი კვირისთვის რაიმეს ველოდოთ“, – განაცხადეს დიპლომატებმა.

მედიის ცნობით, საფრანგეთი იმედოვნებს იმ ქვეყნების კოალიციის შექმნასა და ხელმძღვანელობას, რომლებიც უკრაინას მსგავს დახმარებას გაუწევენ, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი რუსეთთან შესაძლო პირდაპირი კონფლიქტის გამო შიშობს.

ამასთან, დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ რამდენიმე ასეული ინსტრუქტორის გაგზავნამდე საფრანგეთი მისიის შესაფასებლად ინსტრუქტორებს შეზღუდული რაოდენობით გაგზავნის. მათი თქმით, წვრთნების დროს აქცენტი განაღმვით სამუშაოებზე, დასავლეთის მიერ გადაცემული აღჭურვილობის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნებასა და სამხედრო თვითმფრინავების ტექნიკურ ექსპერტიზაზე გაკეთდება.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩასვლას 6 ივნისს, მოკავშირე ძალების ნორმანდიაში გადასხდომის მე-80 წლისთავზე გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები