ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი: ღაზაში ბრძოლები, სულ მცირე, 7 თვე გაგრძელდება

ღაზაში ბრძოლები კიდევ, სულ მცირე, 7 თვე გაგრძელდება, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ცახი ჰანეგბიმ ისრაელურ მედიას განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, IDF ახლა ფილადელფიის დერეფნის 75%-ს აკონტროლებს, რომელიც დაახლოებით 13 კილომეტრს შეადგენს (8 მილი) და ღაზის სამხრეთ საზღვართან, ეგვიპტესთან მდებარეობს.

ამასთან, მისივე თქმით, ისრაელი დროთა განმავლობაში გააკონტროლებს დერეფანს და იმუშავებს ეგვიპტესთან კონტრაბანდის თავიდან ასაცილებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები