ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირში შეთანხმდნენ, აღადგინონ სასაზღვრო დახმარების მისია რაფაჰში

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირში შეთანხმდნენ, აღადგინონ სასაზღვრო დახმარების მისია რაფაჰში.

„მათ მე მწვანე შუქი ამინთეს ევროკავშირის სასაზღვრო დახმარების მისიის აღდგენაზე რაფაჰში. ამან შესაძლოა, სასარგებლო როლი შეასრულოს ღაზაში ხალხის შესვლისას ან გამოსვლისას, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს პალესტინის ხელისუფლებასთან, ეგვიპტელებთან და ცხადია, ისრაელის მთავრობასთან კოორდინაციით“, – აღნიშნა ბორელმა.

ცნობისთვის, ღაზის სექტორში სასაზღვრო დახმარების მისია 2007 წლის შემდეგ არ ფუნქციონირებს, რა დროსაც „ჰამასმა“ ღაზაზე სრული კონტროლი დაამყარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები