რუსეთში არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებით წვრთნები დაიწყო
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების პრაქტიკული საკითხების შემუშავების სწავლების პირველი ეტაპი დაიწყო.
ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
აღნიშნულია, რომ სწავლება მიმართულია პირადი შემადგენლობისა და არასტრატეგიული ბირთვული იარაღის ტექნიკური ნაწილების საბრძოლო გამოყენებისთვის მზადყოფნაში მოყვანისკენ “რუსეთის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფისთვის, ცალკეული დასავლელი ოფიციალური პირების მიერ რუსეთის ფედერაციის მისამართით გაკეთებული პროვოკაციული განცხადებების და მუქარის საპასუხოდ”.