პოლონეთში რუსეთის გავლენის საგამოძიებო კომისია შექმნეს

პოლონეთის მთავრობამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში რუსეთის გავლენების საგამოძიებო კომისია შექმნა.

როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, გამოძიება შეეხება “პოლონეთში რუსეთის და ბელარუსის გავლენებს 2004-2024 წლებში”.

კომისიას კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალი იაროსლავ სტრუჟიკი უხელმძღვანელებს.

პირველი შედეგები კომისიამ ზაფხულში უნდა წარადგინოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები