თურქული მედია ირანის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებს ასახელებს
ირანის პრეზიდენტის პოსტისთვის ძირითადი ბრძოლა ისლამური რესპუბლიკის მოქმედ და ყოფილ სპიკერებს, ალი ლარიჯანისა და მოჰამად ბაგერ გალიბაფს შორის გაიმართება.
ამის შესახებ თურქული Ekonomim-ი ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს.
ირანში საპრეზიდენტო ვადამდელი არჩევნები 28 ივნისს გაიმართება.
66 წლის ლარიჯანი ირანის პარლამენტს 2008-2020 წლებში ხელმძღვანელობდა, 62 წლის გალიბაფი კი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე 2020 წლიდან არის.
19 მაისს ავიაკატასტროფის შედეგად ირანის პრეზიდენტი – იბრაჰიმ რაისი დაიღუპა, რომელიც მშობლიურ ქალაქში დღეს დაკრძალეს.