საბერძნეთში ხელფასების მატების მოთხოვნით, საჯარო სექტორში დასაქმებულები გაიფიცნენ

საბერძნეთში საჯარო სექტორის თანამშრომელთა ფედერაციამ, ხელფასების ზრდის მოთხოვნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადა.

გაფიცვის პარალელურად, ფედერაციამ დასაქმებულებს ათენში ეკონომიკის სამინისტროს წინ შეკრებისკენ მოუწოდა, რამაც შესაძლოა, ქალაქის ცენტრში მოძრაობის პრობლემები შექმნას.

გაფიცულების მთავარი მოთხოვნაა ხელფასების 10%-ით ზრდა, შრომითი ანაზღაურებასთან დაკავშირებული კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმება, ასევე, დაუბეგრავი მინიმუმის 12 ათას ევრომდე გაზრდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები