ირანის გენერალურმა პროკურორმა ყველა იმ პირის დაკავება მოითხოვა, ვინც სოციალურ ქსელში დაღუპულ პრეზიდენტს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს
ირანის გენერალურმა პროკურორმა, კაზემ მოჰავედი აზადმა იმ პირთა დაკავების განკარგულება გასცა, ვინც სოციალურ ქსელში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ პრეზიდენტს და სხვა მაღალჩინოსნებს შეურაცხყოფას აყენებს.
ამის შესახებ BBC წერს.
დაკავებები დღეიდან უნდა დაიწყოს.
ირანში სოციალური მედიის სივრცეში პროსამთავრობო პირები იბრაჰიმ რაისის დაღუპვასთან დაკავშირებით სამგლოვიარო პოსტებს აქვეყნებენ, ხოლო ოპოზიციურად განწყობილი სეგმენტი იხსენებს, რომ რაისის ადანაშაულებდნენ 1980 წლებში ათასობით პოლიტპატიმრის დასჯაში მონაწილეობაში, ასევე, იხსენებენ 2022 წელს ანტისამთავრობო აქციების ძალადობრივად ჩახშობას. ზოგიერთი მის დაღუპვასთან დაკავშირებით სიხარულს გამოთქვამს.