“ზიზღს იმსახურებს” – იოავ გალანტი ჰააგის პროკურორის ინიციატივაზე

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა საერთაშორისო სისხლის სამართლის პროკურორი, ქარიმ ხანი დაადანაშაულა მცდელობაში, წაართვას ისრაელს თავდაცვის უფლება, ასევე, უზრუნველყოს მძევლების გათავისუფლება, რომლებიც “ჰამასს” ღაზის სექტორში ჰყავს.

ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მისი თქმით, ქარიმ ხანის ასეთი მცდელობა კატეგორიულად არის მიუღებელი.

“პარალელი, რომელსაც ხანი ტერორისტულ ორგანიზაცია “ჰამასს” და ისრაელის სახელმწიფოს შორის ავლენს, ზიზღს იმსახურებს”, – განაცხადა იოავ გალანტმა.

ჰააგის სასამართლოს გენერალურმა პროკურორმა, ქარიმ ხანმა წინასასამართლო პალატას იაჰია სინვარის, მუჰამედ დეიფის, ისმაილ ჰანიეს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავების ორდერის გაცემისთვის მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები