გერმანიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ერთდროულად “ჰამასის” და ისრაელელი ლიდერების დაკავების ორდერის გაცემის მოთხოვნა ყალბ წარმოდგენებს ქმნის

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის პროკურორის, ქარიმ ხანის განცხადება, რომელმაც სასამართლოს ისრაელელი მაღალჩინოსნების და “ჰამასის” ლიდერთა დაპატიმრებას ითხოვს, მათ შორის, ყალბ წარმოდგენებს ქმნის.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

ამავე დროს, საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ პატივს სცემენ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს დამოუკიდებლობას და პროცედურებს, ისევე – როგორც ყველა დანარჩენ საერთაშორისო სასამართლოს.

“ეს ნიშნავს, რომ წინასწარი წარმოების პალატამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მთავარი პროკურორის სარჩელის შესაბამისად”,- ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლოს რიგ რთულ საკითხზე მოუწევს პასუხის გაცემა, მათ შორის, საკუთარი იურისდიქციის და გამოძიებების ურთიერთშევსებადობაზე, რომელსაც დაზარალებული საკონსტიტუციო სახელმწიფოები აწარმოებენ, როგორიც არის ისრაელი.

“ერთი მხრივ, “ჰამასის” ლიდერების, და ორი ისრაელელი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერების ერთდროული გაცემა შედარების ყალბ წარმოდგენებს ქმნის. თუმცა, ახლა სასამართლოს მოუწევს სრულიად სხვა ფაქტების შეფასება, რომლებიც მთავარმა პროკურორმა თავის სარჩელში წარადგინა”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ “ჰამასის” ლიდერები პასუხისმგებელნი არიან ბარბაროსულ ხოცვა-ჟლეტაზე, რომლის დროს 2023 წლის 7 ოქტომბერს სასტიკად იყვნენ მოკლული, გაუპატიურებული და გატაცებული ბავშვები, ქალები და მამაკაცები. “ჰამასს” ისრაელელი მძევლები გაუსაძლის პირობებში ჰყავს, მას იერიშები მიაქვს ისრაელის მიმართულებით, იყენებს ღაზის მოსახლეობას, როგორც ცოცხალ ფარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები