„აბსურდული და ყალბი“ – ნეთანიაჰუ ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებაზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის „აბსურდული და ყალბი“ ორდერი ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული.

„ეს არის მიმართული IDF-ის ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომლებიც გმირულად იბრძვიან „ჰამასის“ ბოროტი მკვლელების წინააღმდეგ. როგორ ბედავთ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცების შედარებას „ჰამასის“ მონსტრებთან? როგორ ადარებთ „ჰამასს“, რომელმაც მოკლა, დაწვა, დახოცვა, გააუპატიურა და გაიტაცა ჩვენი ძმები და დები, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს, რომლებიც ებრძვიან სამართლიან ომს, რომლებიც უბადლოები არიან თავისი მორალით?“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტისა და მოძრაობა „ჰამასის“ 3 ლიდერის – იაჰი სინვარის, მუაჰამდ დეიფას და ისმაილ ჰანის დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები