შალვა პაპუაშვილი: არ მესმის, რატომ არის ეს გაუგებარი კონგრესმენებისთვის, რომ ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, რაში იხარჯება ამერიკიდან შემოსული ფული საქართველოში – არ მგონია, რომ ეს ასახსნელი იყოს

არ მესმის, რატომ არის ეს გაუგებარი კონგრესმენებისთვის, რომ ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, რაში იხარჯება ამერიკიდან შემოსული ფული საქართველოში. არ მგონია, რომ ეს ასახსნელი იყოს. პირიქით, კარგი იქნება, თუკი კონგრესი დაინტერესდება, მისი ზედამხედველობის ქვეშაა, ეს ფონდები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს კონგრესმენების წერილზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ პარტნიორი ქვეყნები იყვნენ დემოკრატიის პრინციპების ერთგული და უზრუნველყონ აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოს დახარჯული თანხების გამჭვირვალობა, ამის ნაცვლად პრეტენზიები აქვთ ხელისუფლების მიმართ.

„სიმართლე გითხრათ მიკვირს, ჩვენმა პარტნიორებმა, იქნება ეს აშშ თუ ევროკავშირი, ნაცვლად იმისა, რომ იყვნენ დემოკრატიის პრინციპების ერთგული და უზრუნველყონ, ამ შემთხვევაში აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოს დახარჯული თანხების გამჭვირვალობა, ამის ნაცვლად არის პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ, რაც გაუგებარია. ერთადერთი რასაც ქართველი ხალხი ითხოვს, არის ის, რომ ამერიკული ფული, რომელიც იხარჯება საქართველოში, საჯარო იყოს და მოქალაქეებმა იცოდნენ, რაში იხარჯება ამერიკელი მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადები, რომელიც საქართველოში შემოდის.

სამწუხაროა, გარკვეული ორგანიზაციები გვიმალავენ ამას. მიუხედავად იმისა, რომ მეც პირადად ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდთან მქონდა ამაზე კომუნიკაცია და იყო შეპირებები ამაზე, რომ ამას გაასაჯაროებდნენ. სამწუხაროდ, შედეგი ამან არ გამოიღო. ეს ფონდი პირდაპირ მალავს, რაში ხარჯავს საქართველოში ფულს და შემდეგ შემთხვევით ვიგებთ, რომ ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში ფინანსდებიან პოლიტიკური პარტიები, რომ ამერიკის ბიუჯეტიდან ფარულად ფინანსდებიან სხვადასხვა რადიკალური ჯგუფი.

აქედან გამომდინარე, ეს აჩენს კითხვებს, მათ შორის, კონგრესმენების ამ წერილიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ნაცვლად იმისა, რომ ჰქონდეთ პრეტენზიები საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ, თუ რატომ უნდა ქართველ ხალხს გამჭვირვალობა, არ მესმის, რატომ არის ეს გაუგებარი კონგრესმენებისთვის, რომ ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, რაში იხარჯება ამერიკიდან შემოსული ფული საქართველოში. არ მგონია, რომ ეს ასახსნელი იყოს. პირიქით, კარგი იქნება, თუკი კონგრესი დაინტერესდება, მისი ზედამხედველობის ქვეშაა, ეს ფონდები და ბიუჯეტი, დემოკრატიის ნაციონალური ფონდი რაში ხარჯავს საქართველოში ამერიკელი ხალხის ფულს, ვინაიდან ჩანს, რომ რიგ შემთხვევაში ეს არ არის ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ დახარჯული – როდესაც ის იხარჯება რადიკალურ ჯგუფებზე, როგორიც არის მაგალითად, „სირცხვილია“ და „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანიებში, რაც პირდაპირ არის ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო კამპანია, რომელიც როგორც ჩანს, ფინანსდება აშშ-ის ბიუჯეტიდან. ასევე, როდესაც ფინანსდება პარტიები საქართველოში, აჩენს კითხვას, ვის მიმართ არიან ისინი ლოიალურები, ქართველი ხალხის, თუ ამერიკული ბიუჯეტის მიმართ, საიდანაც შემდეგ ფულს იღებენ. ეს აკრძალული ტყუილად კი არაა, აკრძალულია უცხო ქვეყნიდან დაფინანსება, მაგრამ ასეთი ფონდები პოულობენ შემოვლით გზებს, რომლითაც ყალბი „ენჯეოების“ გამოყენებით, პირდაპირ აფინანსებენ პარტიებს და ესაა, თითქოს დემოკრატიის დახმარების თანხა, კონვერტირდება პოლიტიკურ ფულში, რომელიც შემდეგ ქართველი ხალხის საზიანოდ გამოიყენება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები